28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი რომ ვიტამინურ დანამატებს იღებდა, არავის დაუმალავს - აკაკი მინაშვილი

მოშიმშილე პატიმრის კვებითი რაციონი, პოლიტიკური შეფასებების მთავრი თემაა. იუსტიციის მინისტრის შემდეგ, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იღებს საკვებ-დანამატებს მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.

პოლიტიკური აბსურდი - ასეთია ოპოზიციის შეფასება. სააკაშვილის თანამოაზრე და მისი პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი იღებდა ვიტამინურ დანამატებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს შიმშილობის პროტოკოლში ისედაც შედის: 

"მიხეილ სააკაშვილი, რომ ვიტამინურ დანამატებს იღებდა, ეს არავის დაუმალავს. ეს შიმშილობის პროტოკოლში არის, თუმცა გუშინდელი განცხადების შემდეგ ამაზეც უარი განაცხადა. მე მგონი ვერ ხვდებიან რამდენად შემართებულია მიხეილ სააკაშვილი. მას აქვს რწმენა იმისა, რომ მისი პატიმრობა ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში თავისუფლება დადგეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი აკაკი მინაშვილი. 

()

დღის ამბები