ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში კრემლის გასაფრთხილებლად გაგზავნა, იმის დასტურად რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზებას.
უილიამ ბერნსის 2-დღიანი ვიზიტის მიზნების შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, CNN- ი წერს. რუსეთში ყოფნის პერიოდში უილიამ ბერნსი რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, ბერნსმა ვიზიტისას დააზუსტა თუ რას ემსახურებოდა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარისა და სამხედრო ტექნიკის ასეთი დიდი რაოდენობით განლაგება.