ტეხასის შტატში მუსიკალურ ფესტივალზე ჭყლეტის დროს 8 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად ასობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ჰიუსტონში მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე ჭყლეტა პანიკას მოყვა. პანიკა კი ხალხის სცენასთან შეგროვების შემდეგ დაიწყო. ღონისძიებას 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.