მასშტაბური აფეთქება მოხდა სიერა-ლეონეში. დედაქალაქ ფრიტაუნში საწვავით დატვირთული მანქანის აფეთქების შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 100-ზე მეტი, რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება საწვავის ტანკერის სატვირთო ავტომობილთან შეჯახებამ გამოიწვია.