28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. 

როგორც მინისტრმა "ღმის კურიერში" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს. 

"რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთი შეკითხვა შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.  

პასუხი იყო შემდეგი და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ორ დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა,“ - ამბობს რატი ბრეგაძე.

 

დღის ამბები