28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ეს ხალხი უნდა შეეშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა. გუშინაც გავრცელდა ცრუ უნფორმაცია, თითქოს მიხეილს სააკაშვილს დაავიწყდა ელენე ხოშტარიას სახელი - დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ძალიან კარგად ახსოვდა ხოშტარიას სახელი. ამით სპეკულირება არ შეიძლება. 

ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში,"-აცხადებს რატი ბრეგაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები