28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ევროპა ისევ კოვიდ პანდემიის ეპიცენტრშია - ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ

ევროპა ისევ კოვიდ პანდემიის ეპიცენტრშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ ვირუსის გავრცელების ასეთი ტემპი გაგრძელდება, ევროპის კონტინეტზე თებერვლამდე შესაძლოა COVID-19-ით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპოს. 

გასულ დღე-ღამეში უკრაინაში, ხორვატიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ზომებს ამკაცრებს ლატვია, სადაც ახალი რეგულაციით, კომპანიებს აუცრელი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლიათ.

ზომებს ამკაცრებს ავსტრიაც, შეერთებულ შტატებში კი კერძო კომპანიებში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციის ან ყოველკვირეული ტესტირების შესახებ რეგულაცია 4 იანვრიდან ამოქმედდება.

რუმინეთი ევროკავშირის ერთადერთი სახელმწიფოა, რომლესაც ყველაზე მეტი აუცრელი მოქალაქე ჰყავს და რომელიც კორნავირუსის მეოთხე ტალღასთან გამკლავებას  საკუთარი რესურსით ვეღარ ახერხებს. ქვეყანას მძიმე პაციენტები სამკურნალოდ გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთისა და ავსტრიის კლინიკებში გადაჰყავს.

ეპიდვითარება დამძიმდა ავსტრიაშიც, სადაც მომდევნო კვირის ბოლოდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნებში, სალონებში შესასვლელად, ასევე ღონისძიებებზე დასწრებისთვის მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხი საკმარისი აღარ იქნება. აცრილები ვალდებულები იქნებიან აცრის დამადასტურებელი ბარათი წარადგინონ.

ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები არ იკლებს რუსეთში. ბოლო 24 საათში ვირუსი 40 ათას ადამიანს დაუდასტურდა, ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. ამ ფონზე კი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მესამედია სრულად აცრილი. ქვეყანა კვირის ბოლომდე მკაცრ ლოქდაუნშია მოქცეული.

მოსახლეობის მასობრივი იზოლაცია, მასშტაბური ტესტირებები, საჯარო სივრცეების დეზინფექცია: ეს ის ზომებია, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ნულოვანიტოლერანტობის პოლიტიკის მიუხედავად გაზრდილი კოვიდინფიცირების მაჩვენებლების საპასუხოდ იღებს.

 

დღის ამბები