28 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ოკუპირებული სოხუმი საპროტესტო ტალღამ მოიცვა - მომიტინგეები ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებული სოხუმი კვლავ საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მომიტინგეები უკვე ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასაც ითხოვდნენ.

პროტესტი დროულად დასრულდა, თუმცა სავარაუდოდ განახლდება. ეს პირობა ოპოზიციამ დადო. თქვეს, რომ უკმაყოფილოთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნება - მოთხოვნები კი მეტად რადიკალური, მათ შორის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პრეზიდენტის გადადგომა. ეს ყველაფერი აქციის მონაწილეებმა რეზოლუციაში ასახეს, რომელიც გვიან ღამით, შეკრებილებს გააცნეს.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობიდან არ ათავისუფლებს. დმიტრი დბარის ნაცვლად კი, პასუხისმგებლობას მის ორ მოადგილეზე ანაწილებს, რაც დემონსტრანტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

სამართლებრივი გზები რომ ირეალური მცნებაა, ამაში აქციის მონაწილეები დიდი ხნის წინ დარწმუნდნენ. ამბობენ, რომ ამაზე 30 სექტემბრის ინციდენტის მონაწილეთა დაუსჯელობა მეტყველებს. მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გამარჯვების დღეს ზეიმობდნენ, სანაპიროზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განხორციელდა. ამის გამო, პოლიციამ სასტიკად სცემა ვეტერანები და პარლამენტის წევრი ჰარი კოკაია, პასუხისგებაში კი არავინ მიუციათ. 

კლანების დაპირისპირების ძირითადი მიზეზი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლენის სფეროების განაწილებას უკავშირდება, იმას თუ ვინ განაგებს რუსეთიდან მიღებულ დაფინანსებას.

 

 


 

დღის ამბები