28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ტარიელ გვილავა და მიშიკო მდივანი მიმიჩნევენ თუ არაა მღველმთავრად ჭყონდიდში, ნაკლებად მაინტერესებს - მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი

სალხინოს მამათა მონასტერში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი პრესკონფერენციას ამ წუთებში მართავს.

მიტროპოლიტმა მასსა და განკვეთილ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

"მოდი ვიტყვი ასე, მე წინასწარ არავითარი აკვიატება არ მქონია არავის მიმართ. თავდაპირველად მე ჩვეულებრივად საეკლესიო ქონების ნორმალურად აღრიცხვას და ჩაბარებას ვითხოვდი. თქვენც იცით ეს ამბავი რამდენი ხანია. მე მივმართე მათ რომ მიეღოთ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, რათა ეს ქონება გადმობარებულიყო ჩვეულებრივად. ამაზე სასტიკი უარი განაცხადეს, მე, როგორც მღვდელმთავარს არ მცნობენ და ჩემს მიმართ ვალდებულებებს არ მიიჩნევენ საჭიროდ რომ შეასრულონ, მაგრამ ეს მათი აზრია მხოლოდ. მსოფლიო ეკლესია ჩემს უფლება მოსილებას ცნობს და ჩვენი წმინდა სინოდის მიერ მე ვარ მანდ დანიშნული. ახლა ტარიელ გვილავა და მიშიკო მდივანი მე მიმიჩნევენ თუ არაა მღველმთავრად ჭყონდიდში, ეს ნაკლებად[მაინტერესებს]. მთელი მსოფლიო ეკლესია ამ პოზიციაზე ჩემს ყოფნას ცნობს," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

 

დღის ამბები