28 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ვითარება უკიდურესად მძიმეა, მოსალოდნელია კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა აქამდე ცოტა დრო დარჩა - ნიკა გვარამია

შიმშილობის 36-ე დღე - რუსთავის მე-12 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გავარამიამ ექსპრეზიდენტის სურვილი გააჟღერა, რომ მას სურს ხვალინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყოს. 

"მინდა ყველას ვთხოვო, ვინც მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შედის შესახვედრად, რომ მისი განცხადებები წერილობით წავიკითხოთ. ისინი უნდა დაიდოს თავად სააკაშვილის "ფეისბუკზე" და სწორედ ამგვარად უნდა გაიგოს საზოგადოებამ. ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაყვება ბევრად მეტი ბადრაგი იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურადაც და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. ვითარება უკიდურესად მძიმეა, მოსალოდნელია კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, მისი შეგრძნებით, აქამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა,"- აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები