28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"სამინისტროს, დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული რესურსები სჭირდება" - დავით ზალკალიანმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური სამსახურის ძლიერი მხარდამჭერი და ერთგულია. მისი თქმით, ამას გრძნობს თითოეული დიპლომატი როგორც თბილისში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

ეს განცხადება მან დიპლომატიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა. 

"ბატონი პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ერთგული და დიპლომატიური სამსახურის ძლიერი მხარდამჭერი, ამას გრძნობს თითოეული დიპლომატი, როგორც აქ, თბილისში, სამინისტროში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დიპლომატები ყოველდღიურად გრძნობენ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მათი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

"აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სამინისტროს, დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული რესურსები სჭირდება, მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას. ამ პროცესში ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ამ მიმართულებით უკვე წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება, გვაქვს, პრემიერ-მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალიან ძლიერი და სერიოზული მხარდაჭერა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

დღის ამბები