28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
2024 წელს განაცხადი უნდა გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენი დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა.

"ჩვენი ხელისუფლების სწორი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებითა და რეფორმებით უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე - ჩემთვის დიდი პატივი იყო 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც არსებითია ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ასევე, 2015 წელს მთავრობამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ყველა ვალდებულება შევასრულეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს უვიზო რეჟიმით.

დღეს ევროკავშირთან გვაკავშირებს თანამშრომლობის უმაღლესი  სტრატეგიული ფორმატები; ევროპელი სახელმწიფოებისთვის მოვიაზრებით რეგიონში, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე. რა თქმა უნდა, თქვენი, დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები