28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
საქართველოს საპატრიაქრო ჭყონდიდის ეპრაქიაში განკვეთილი ბერებისგან სალხინოს მონასტრის დატოვებას იითხოვს-კიდევ ერთი წერილი საპატრიარქოსგან

ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქოდან წერილი მიიღეს - ამჯერად, ტონი ბევრად კატეგორიულია. საქართველოს საპატრიარქო განკვეთილი სასულიერო პირებისგან ჭყონდიდის ეპარქიის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას ითხოვს.

გზავნილი ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქოდან 29 ოქტომბერს ჩავიდა. ვადა დღეს ამოიწურა, მაგრამ წერილის ადრესატები მიტროპოლიტ სტეფანეს დაუმორჩილებლობას ამ დრომდე აგრძელებენ. საპატრიარქო წერს, რომ მაღალი იერარქის მხრიდან დასჯილი მღვდლები 11 სექტემბრის შემდეგ ეპარქიაში უკანონოდ იმყოფებიან, ურჩობენ, თვითნებურად ეუფლებიან საეკლესიო ქონებას და ხელს უშლიან მღვდელმსახურების აღსრულებას. საპატრიარქოდან წერილი მარტვილში 8 დასჯილი სასულიერო პირისთვის გაიგზავნა.

მიქაელ ბოტკოველმა დღეს არ განმარტა, რა ფორმით აღსრულდება დასჯილი ბერების დაუმორჩილებლობა, რომლებიც ამბობენ, რომ ქონებას და ტერიტორიას საკუთარი ნებით არ დატოვებენ. წასვლაზე და ქონების დატოვებაზე უარს ამბობს სალხინოს მამათა მონასტრის ახლა უკვე ყოფილი წინამძღვარიც, რომელიც, მონასტრის გარდა, უკვე წლებია ხელმძღვანელობს სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციასა და საპატრიარქოს ბალანსზე არსებული ღვინის მარანს. ეს ქონებას მონასტრის, ეპარქიისა და საპატრიარქოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. დასჯილი სასულიერო პირი წმინდა სინოდის დანიშვნასა და ბრალდებების განხილვას ითხოვს.

ეპისკოპოსის დამორჩილებასა და ქონების დათმობას თხოვენ მონაზონ ბასილს, რომელმაც ადგილობრივ მღვდელმთავარს უნდობლობა და დაუმორჩილებლობა დანიშვნისთანავე გამოუცხადა. დასჯილი სასულიერო პირი იხსენებს იმ წერილების შინაარსს, რომლებიც ამბოხებულებმა საპატრიარქოში გააგზავნეს და პრობლემის განხილვა სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. ილია მეორეს გზავნილის მიუხედავად, დასჯილები დამორჩილებას არ გეგმავენ

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქია ჩაიბარა, მაგრამ მის მიმართ უნდობლობა პირველივე საეკლესიო კრებაზე გაჩნდა, რა დროსაც ფიზიკური დაპირება მოხდა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

დღის ამბები