28 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში, საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა

პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ოპოზიცია დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის დმიტრი დბარის სამსახურში დაბრუნების ფაქტს აპროტესტებს.

საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა. ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

ქუჩის აქციების შესახებ გადაწყვეტილება "საქართველოსთან ომის ვეტერანთა საკოორდინაციო საბჭომ" ჯერ კიდევ 1 კვირის წინ მიიღო, როდესაც ე.წი პრეზიდენტი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას არ დაეთანხმა.

დბარს აქციის მონაწილეები ვეტერანების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

 

 

ფოტოების ავტორი: დიმიტრი სტატეინოვი, სოხუმელი ჟურნალისტი.

დღის ამბები