28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
შეეცადნენ წაერთმიათ 2 წერილი, რომელიც ბატონმა მიხეილმა გადმომცა... მახსენდება საბჭოთა დილეგი - ბაჩუკი ქარდავა

საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"  წევრი ბაჩუკი ქარდავა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მას პრობლემები შეექმნა საპატიმროდან იმ წერილების გამოტანისას, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.

"მეტნაკლებად, ვერკვევი შიმშილობის საკითხებში და მინდა გითხრათ, რომ ის ზღვარზეა, თუმცა თავი მხნედ უჭირავს. ფიზიკურად უკვე ეტყობა და მე მგონია, რამდენიმე დღეში დამძიმდება.

საოცარ რაღაცას შევესწარი დღეს ამ საპყრობილეში. მე მგონი სუსის წარმომადგენელი იყო, მგონი აქ მორიგეობენ, შეეცადნენ წაერთმიათ 2 წერილი, რომელიც ბატონმა მიხეილმა გადმომცა. მე მათ არ მივეცი, რა თქმა უნდა, წერილი და გამოვიტანე, მაგრამ მინდა გითხრათ, მახსენდება საბჭოთა დილეგი," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

დღის ამბები