მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე ჰოსპიტალიზებულია.
მას ნიუ-იორკის, სინას მთის სახელობის საავადმყოფოში გულის სტენტირება ჩაუტარდა. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
81 წლის პატრიარქს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
პატრიარქი საავადმყოფოში ოქტომბერშიც მოხვდა, მან აშშ-ში ვიზიტისას თავი შეუძლოდ იგრძნო და ჯორჯ ვაშინგტოის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 1 დღე დაჰყო.