28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საჭიროა, როგორმე მოხერხდეს მიხეილის უკრაინაში გადაყვანა – მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" გიული ალასანიას მიმართვა ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერზე ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მიმართვა ვრცელდება. მიმართვის ადრესატი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია.

გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოში უსაფრთხოდ არ არის, ამიტომ აუცილებელია მისი უკრაინაში დაბრუნების ორგანიზება.

"მოგესალმებით, მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. გამოუვალ სიტუაციაში ვართ. ჩემს შვილს ჩემს თვალწინ კლავენ.

მინდა მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც აქამდე არაერთხელ დაგვეხმარა,
თუმცა ახლა მისი თანადგომა და დახმარება განსაკუთრებით გვჭირდება.

საჭიროა, როგორმე მოხერხდეს მიხეილის უკრაინაში გადაყვანის ორგანიზება, რათა მან შეძლოს, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაკვირვება, და როგორმე გადარჩეს. ის უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.

წარმოგიდგენიათ? ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც მას სთავაზობენ ციხის საავადმყოფოა, რომელსაც არ ყავს შესაბამისი სპეციალისტები. სადაც არ აქვთ მსგავსი პაციენტებისათვის სათანადო პირობები.

მე ნამდვილად თქვენი იმედი მაქვს! თქვენი, ყველასი - უკრაინელი ხალხის, დეპუტატების.
ასევე მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრეზიდენტ ზელინსკის," - აცხადებს გიული ალასანია.

დღის ამბები