28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
მთავარი მოწინააღმდეგე ამ კოვიდპასპორტების იყო და რჩება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი - თენგიზ ცერცვაძე

ვინ ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას და ე.წ. კოვიდპასპორტის შემოღებას - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცაძის განმარტებით, ამ პროცესს ხელს მოსახლების განწყობა და პროტესტი უშლის.

როგორც ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ის ეთანხმება, რომ ვაქცინაციის პროცესი გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო გახდეს. ამასთან გამოეხმაურა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს. როგორც ცერცვაძე ამბობს, მისთვის პრეზიდენტის ინციიატივები მისაღებია.

"ეწინააღმდეგება მოსახლეობა, მიღებულია ითქვას, რომ მოსახლეობა არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, პასუხისმგებელი ყოველთვის არის მთავრობა და ხელმძღვანელობა. ეს ალბათ ასეა, უნივერსალური პრინციპია მთელ მსოფლიოში, რომ საბოლოო ჯამში პასუხიმგებელი არის ხელმძღვანელობა, მაგრამ თუ ჩავშლით ამ ზოგად ფრაზას, რომელიც ბევრისთვის ძალიან კომფორტულია, მაშინ მთავარი მოწინააღმდეგე ამ კოვიდ-პასპორტების იყო და რჩება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და არამხოლოდ საქართველოში.

სახელმწიფო ხელმძღვანელობა თუ რამეში დამნაშავეა, პირობითად, იმაში, რომ არ წავიდა ამ ზომებზე, იცოდა რა, რომ მოსახლეობის მხრიდან იქნებოდა მწვავე პროტესტი. ისედაც პოლარიზებულია მოსახლეობა ძირითადად პოლიტიკური მოტივებით, არ წავიდა ხელისუფლება იმაზე, რომ ამას დამატებოდა კიდევ სოციალური პროტესტი და კიდევ ერთხელ გამხდარიყო საჭირო მოსახლეობასთან დაპირისპირება. ეს არის ჩემი აზრით, ამის მიზეზი.

მე ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, ასევე ძალიან მომეწონა ქალბატონი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა, თუ იქ ერთი-ორ მომენტს არ ჩავთლით, რომელიც ფასიან მკურნალობას გულისხმობს და ეს ის არის, რაზეც ჩვენი ხელმძღვანელობა არ წავა დიდი ალბათობით, ყველაფერი დანარჩენი ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ძალიან თანმიმდევრული, მკაფიოდ ფორმულირებული, როგორც მწვანე პასპორტის თემა, ასევე, საპატრიარქოს მიმართ მისი მიმართვა, მთლიანად ვეთანხმები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები