28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
გაერო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს

გაერო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს.

მისიის მანდატის გაგრძელების საჭიროება ბოსნიელი სერბების ლიდერის მხრიდან სეპარატისტული საფრთხეების გაძლიერების გამო დადგა, თუმცა რუსეთმა ბოსნიაში გაეროს წარმომადგენლის კრისტიან შმიდტის მოხსენების მოსმენა დაბლოკა. მიზეზად კი გერმანელი დიპლომატის მოხსენების მიკერძოებულობა და ანტისერბული ხასიათი დასახელდა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, ბოსნიელი სერბები ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებენ.

დღის ამბები