28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს და გამათავისუფლებს მეც" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი დღეს საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს.

ექსპრეზიდენტი მისი შეწყალერბის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ასევე ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყებასაც გამოეხმაურა. 

"მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან. რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან, ამგვარად ჩემი განთავისუფლება შეუძლია მხოლოდ  ქართველ  ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს და  გათავისუფლებს მეც,"- ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

დღის ამბები