28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
არის წინადადება, რომ კოვიდვაქცინაცია გაიხსნას ყველა 12-15 წლამდე ბავშვისთვის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმუნიზაციის საბჭო უახლოეს პერიოდში გეგმავს, რომ კოვიდვაქცინაცია ხელმისაწვდომი ყველა 12-15 წლამდე ბავშვისთვის გახადოს, აქამდე ეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენების მიხედვით ხდებოდა.

"12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია ჯერ არ განიხილება. 12-15 წლამდე ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით აცრა, ახლა არის წინადადება, რომ გაიხსნას ყველა ბავშვისთვის, რა თქმა უნდა მშობლების სურვილით და თანხმობით, დღეისთვის 12 დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი.

ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო და საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 16-17 წლის 10 ათასზე ცოტა მეტი მოზარდია უკვე ფაიზერით აცრილი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები