28 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა უკვე დაიკლო დაახლოებით 10% მისი წონის" - სააკაშვილის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. მისი თქმით, მსჯავრდებულ პრეზიდენტს სხვადასხვა ტესტი ჩაუტარდა და შედეგები გაუარესებულია.

ექიმის განცხადებით, კონსილიუმთან კონსულტაციების საფუძველზე არსებობს გეგმა სიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

"მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ეს ყველა პარამეტრი, რეზულტატები უარესი რასაკვირველია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე. შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა უკვე დაიკლო დაახლოებით 10% მისი წონის. ჩვენ გავიარეთ კონსილიუმთან ერთად გეგმა, თუ როდის რა უნდა მოხდეს და როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღის ამბები