28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა "გაუგებარი ნაბიჯია", ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან.

ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა.

მე მზად ვარ, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები