28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი ბრიფინგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი არაფერი უთქვამს - ბაჩო დოლიძე პრეზიდენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. 

"შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა არაფერზე ისაუბრა. მე ვერ გეტყვით რისი თქმა უნდოდა რეალურად, ისე იყო დაანონსებული სერიოზული ტიპის განცხადებას ველოდით, თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი არ გაგვიგია.

ვრცელდებოდა უამრავი ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი ბრიფინგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი არაფერი უთქვამს,"- განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

"ღამის კურიერის" ჟურნალისტმა ბაჩო დოლიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ეჭვი, რომ პრეზიდენტს სხვა სახის განცხადების გაკეთება უნდოდა და გადაიფიქრა, რაზეც ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ახალი არაფერი უთქვამს და ბრიფინგამდე ატეხილი აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია. 

დღის ამბები