28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
გახდება თუ არა, საჭირო დამატებითი შეზღუდვების დაწესება - ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულ რიცხვებს უახლოვდება

ინფიცირებულთა დღევანდელი რიცხვი, ზაფხულის პიკის დროს გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობას გაუტოლდა. 6 024 დადასტურებული ფატი პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკვე მეორედ დაფიქსირდა. იწურება ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობებიც. მინისტრის მოადგილემ, დღეს პირდაპირ თქვა, რომ პაციენტების ნაკადის ამ რაოდენობის მართვას, სისტემა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლებს.

ამ ფონზე პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზეა ჩამოსული.

პარალელურად კლინიკებში ყოველდღიურად იზრდება მძიმე პაციენტების რიცხვი და რეანიმაციულ განყოფილებებში ფაქტიურად ადგილების რაოდენობა უკვე ამოწურულია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილ ინფიცირებლთა 99% არავაქცინირებულია, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლებს კიდევ უფრო ზრდის.

კლინიკური ჯგუფი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებოდ შეიკრიბა. სიკვდილიანობის მაჩვენებლების შესამცირებლად, მკურნალობის პროტოკოლს 2 ახალი მედიკამენტი დაემატა - მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება ჰოსპიტალიზირებულ და ბინაზე მყოფ პაციენტებისთვისაც. მედიკამენტი დაავდების განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 65 წელს ზემოთ პირებისთვის და მათთვის, ვისაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს.

ექიმები ამბობენ, რომ საზოგადოების გააქტიურების გარეშე პანდემია ვერ დასრულება.

გახდება თუ არა, საჭირო ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების ამოქმედება - ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღების რეკომენდაციას არ გაცემენ. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, გააცნობიერონ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა.

დღის ამბები