28 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
კიდევ ვისი მოკვლა სურდა მასაჟის ცენტრში დაბრუნებულ 23 წლის კალათბურთელს ტრანსგენდერი ქალის გარდა - შურისძიების მოტივი ცნობილია

სასტიკი დანაშაული რომელიც თბილისში მოხდა - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული კალათბურთელი ე.წ. მასაჟის ცენტრს პირველად არ სტუმრობდა. დაწესებულებაში ბოლოს ის რამდენიმე კვირის წინ იყო.

როგორც პროკურატურა აცხადებს ამჯერად მისი მიზანი არა მასაჟი არამედ ცენტრში მყოფი ყველა ადამიანის მკვლელობა იყო.

პროკურორის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული კალათბურთელის სურვილი მასაჟის ცენტრში მყოფი ყველა პირის მკვლელობა იყო.

23 წლის ვაჩე ცაკაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და 108-ე სთან ერთად 109-ე მუხლიც წარუდგინა - მოსამართლემ ცაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღის ამბები