28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ინდური Covaxin-ის COVID-საწინააღმდეგო ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Covaxin-ის გადაუდებელი მიზნით გამოყენებას მხარი დაუჭირა.

"ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაადგინა, რომ "კოვაქსინის" ვაქცინა COVID-19-სგან დაცვის კუთხით ჯანმო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს და რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს," - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

"კოვაქსინის" გამოყენების საკითხზე ასევე იმსჯელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელმაც 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.

"კოვაქსინიკორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა. 

დღის ამბები