ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსეთის მუქარის პასუხად განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში.
საქმე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ეხება რომელიც მიმდინარე კვირაში განიხილავს "იუფორის" სამშვიდობო მისიის მანდატის ბოსნიაში ერთი წლით გახანგრძლივებას.
რუსეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მანდატის გაგრძელების რეზოლუციას, თუ უმაღლესი წარმომადგენლის და მისი ოფისის ყველა უფლებამოსილება არ მოიხსნება.
საუბარია კრისტიან შმიდტზე რომელიც 1995ი წლის სამშვიდობო შეთანხმების დამკვირვებელია და ვეტოს საშუალებით მოსკოვი მისი ავტორიტეტის შელახვას ცდილობს.
შმიდტის განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინის დაშლის და ახალი კონფლიქტის პერსპექტივები ძალიან რეალურია, თუ ეთნიკური სერბების ჯარები ბოსნიის არმიიდან გავლენ.საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის შემთხვევაში კი შესაძლოა 1995 წელს მიღწეული შეთანხმება რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.