28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს პატიმრობა შეეფარდა

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

23 წლის ვაჩე ცაკაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და 108-ე სთან ერთად 109-ე მუხლიც წარუდგინა - მოსამართლემ ცაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებს, რომ მსხვერპლი და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ. 

"ისინი არ იცნობდენ ერთმანეთს, მას უბრალოდ უნდოდა ნებისმიერი იმ პირის მკვლელობა ვინც იმყოფებოდა დაწესებულებაში და უბრალოდ პირველად მსხვერპლი შეხვდა. ის ნამყოფი იყო ამ ადგილზე წინა დღეებში და მერე გადაწყვიტა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების მიმართ განეხორციელებინა ეს ქმედება,"- აცხადებს პროკურორი.

დაკავებულის სახლთან იმყოფებოდა "კურიერის" გადამღები ჯგუფი. მეზობლები აცხადებენ, რომ ბიჭი დედასთან ერთად ერთი წელია რაც საცხოვრებლად გადმოვიდა და ბევრი არაფერი იციან. 

 

 

 

 

დღის ამბები