28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება, ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას" - მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდა წერილს ავრცელებს. ის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ქართველებს, ვინც მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აწყობს, მადლობას უხდის და ერთი დღით ქვეყანაში დაბრუნებას სთხოვს. 

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე, დგას ჩემს ციხესთან, ვინც აქციებს აწყობს მთელს მსოფლიოში. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება, ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას, ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით. მაგრამ, იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ," - წერს მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს. 

დღის ამბები