ინფექციური პათოლოგის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში, დღიურად, დახლოებით, 40-50 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, რომ გამარტივდეს პანდემიის მართვა.
"საქართველოში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამას უშველის მხოლოდ ერთი რამ, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა მათ სთავაზობს. პირველ რიგში 40-50 ათასი კაცი მივიდეს ვაქცინაზე და არა 3-4 ათასი,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ