28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ვერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კალათბურთელია

"რუსთავი 2-მა" ვერაზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. ის 23 წლის კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია.

მკვლელობა 31 ოქტომბერს, ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

დღის ამბები