ფინანსურმა პოლიციამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო ქმედებით საკუთარი კომპანიებისთვის 6 მილიონ ნახევარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივები შექმნა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 6- დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.