28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
დღეს "თელასის" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 3 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, ეროსი მანჯგალაძის, მიხეილ მესხის, ხუდადოვის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის,  ზურაბ ჭავჭავაძის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, სამტრედიის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, კრავეიშვილის და ინგოროყვას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, აბანოს, ბოტანიკურის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, სანაპიროს, საადის, ირგვლივის, დიმიტრი გულიას, სადგურის და კოტე აფხაზის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის   ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

დღის ამბები