28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვში იმყოფება, რაც იშვიათი მოვლენაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

ორდღიანი ვიზიტის მიზანი, ოფიციალური განცხადებებით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობების განხილვაა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფი უკვე შეხვდა თავის რუს კოლეგას: ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.

უილიამ ბერნსი დაზვერვის დირექტორის პოსტის დაკავებამდე, 2005-2008 წლებში რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო.

დღის ამბები