25 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
ზედიზედ ორი ტერაქტი დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან მოხდა. აფეთქებების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. პასუხისმგებლობა მომხდარზე უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ ISIS-მა.
კოალიციის სამშვიდობო ძალების გასვლის შემდეგ ავღანეთში მასშტაბური ტერორისტული აქტები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.