28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე - ნიკა მელია

ცოტა ხნის წინ დასრულდა აქცია რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სასჯელაღსრულების 12-ე დაწესებულებასთან სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ. ანალოგიური შეძახილები ისმოდა დღეს ბათუმშიც, სადაც დღის ბოლოს პოლიტიკური ძალების სხვა ლიდერებთან ერთად ნიკა მელიაც ჩავიდა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და მსგავსი გამოსვლები სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება.

"მოგვპარეს დიახაც არჩევანი, მოგვპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდებით, მეორე შეკითხვა იბადება, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე," - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც. მისი თქმით, საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე და ახლა არ აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებებს წარსულში.

"ჩვენმა ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში, იმიტომ რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება მქონდა მე მასთან ან მას ჩემს მიმართ. ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთივე სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს,"- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები