28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
რას მიაღწიეს მსოფლიოს ლიდერებმა კლიმატის ცვლილებების სამიტზე - საქართველოს პრემიერის შეხვედრები შოტლანდიაში და გამოყენებული შესაძლებლობა

ირაკლი ღარიბაშვილი, ჯო ბაიდენი და 100 მეტი სახელმწიფოს მეთაური შოტლანდიაში ორი დღით მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე სასაუბროდ შეიკრიბა. გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ჩასულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კავკასიის სათქმელიც თქვა, კავკასიის, რომელმაც კლიმატური ცვლილებების მავნე შედეგები მასშტაბურად უკვე იგრძნო.

მსოფლიო ლიდერები 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხის შეჩერებაზე შეთანხმდნენ - პლანეტის მასშტაბით, მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ 19 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს გამოყოფენ.

გლაზგოში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოიყენა - იყო დაუგეგმავი კომუნიკაცია დარბაზში ანგელა მერკელთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც. 

ქვეყნებს შორის მეგობრულ კავშირებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს საქართველოსა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან აუდიენციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

მოლაპარაკება გაიმართა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთანაც. 

სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტსაც შეხვდა. ოდილ რენობასომ ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია კონცენტრირება განვითარების დღის წესრიგზე.

ოფიციალური თბილისი ვიზიტით კმაყოფილია. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, დელეგაციას გლაზგოდან საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ჩამოაქვს.

დღის ამბები