28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
კალაძის ხმები მელიას ყულაბაში - უბნების გადათვლისას აღმოჩენილი დარღვევები განმარტებების საფუძველი გახდა

კალაძის ხმები მელიას ყულაბაში - გუშინ საარჩევნო პროცედურის თანახმად, უბნების გადათვლის შედეგად აღმოჩენილი დარღვევა დღეს განმარტებების საფუძველი კიდევ ერთხელ გახდა. გუშინ, უბნების ხელახლა გადათვლის პროცესში აღმოჩნდა, რომ კახა კალაძის კუთვნილი ხმების გარკვეული რაოდენობა ნიკა მელიას ჰქონდა მიწერილი.

მთაწმინდის ოლქის 31-ე უბანზე აღმოჩენილ უზუსტობასთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიაში თქვეს, რომ ობიექტური ხმათა ბალანსი უკვე აღდგენილია.

კახა კალაძის თანაგუნდელებისთვის, საარჩევნო გადაცდომა, რომელმაც მოგებული კანდიდატის საწინააღმდეგოდ იმოქმედა, არჩევნების ობიექტურობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია - პარტიაში კვლავ არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.

დღის ამბები