28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ არ მოვასვენებთ - რომან გოცირიძე გრანდიოზულ აქციებს აანონსებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, აქციებით ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.

მისივე თქმით, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების გარდა, აქციები დაგეგმილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. 

"ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისა, რომ არ მოვასვენებთ, არ ექნებათ კომფორტი. აქციები გაგრძელდება ყველგან და იქნება შეტევა ყველა ფრონტიდან, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა, ისევე, როგორც ყველა ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართება თბილისში, მოხდება საპროტესტო გამოსვლები,"- აცხადებს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იწყება. ციხესთან პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. 

დღის ამბები