28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში შემოსვლის დღიდან, 6 თვის განმავლობაში რა გააკეთა? მარტივია პასუხი, არაფერი - გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის დატოვების გადაწვეტილებას მიიღებენ, ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის.

"დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილმა, განსაკუთრებით "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათი პარლამენტში შემოსვლის დღიდან, მაისიდან დღემდე, 6 თვის განმავლობაში რა გააკეთა?! - მარტივია პასუხი - არაფერი არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ დესტრუქცია გამოევლინათ, მცდელობები ჰქონდათ, რომ საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელი შეეშალათ, რაც მათ ვერ გამოუვიდათ და არც არასოდეს გამოუვათ. ნახეს, რომ მათი ადგილი პარლამენტში არ არის.  მათი ფუქციაა, რომ არიონ სიტუაცია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ვერ გამოსდით. შესაბამისად, თუ ისინი მიიღებენ გადაწვეტილებას, რომ დაწერონ განცხადებები, ჩვენ მთელი სერიოზულობით მოვეკიდებით ამას და დიდი ალბათობით დავაკმაყოფილებთ. 

ჩვენ ვნახეთ ორიოდე დღის წინ, რომ საკუთარი აქტივის 1000 კაცსაც ვერ მოუყარეს თავი. მაგრამ თუ ოპოზიციის ქმედებები გადაიზრდება ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგრება მოჰყვება," - განაცხადა გივი მიქანაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

 

დღის ამბები