28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას" - სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

შიმშილობის და პატიმრობის 33-ე დღე! მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ისევ სტუმრებს იღებს, პატიმრის მოთხოვნით, რუსთავის ციხეში დღეს ადვოკატი ვალერი გელბახიანიც მივიდა, თუმცა ციხეში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის უქონლობის გამო ვერ შევიდა.

რუსთავში არიან სააკშვილის უფლებადამცველებიც, რომლებმაც ციხიდან რამდენიმე წუთის წინ ახალი წერილი გამოიტანეს.

მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და მის ამომრჩევლებს პროცესების ქუჩაში გადატანისკენ მოუწოდებს.

"ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო. მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო, არადა ერთადერთი, ივანიშვილს და მის ბანდას, სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ.

გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები და მეორე: ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე," - ახადებს წერილში მიხეილ სააკავილი რომელიც დღეს დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო მედიას.

დღის ამბები