28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
არჩევნები ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და იყო კარგად ადმინისტრირებული - საქართველოში ნორვეგიის ელჩი

ადგილობრივი არჩვენების მეორე ტურს, სოციალურ ქსელში ნორვეგიის ელჩი საქართველოში ეხმაურება.

ჰელენ ანდრესენი სრულად იზიარებს ეუთო/ოდირის შეფასებას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ელჩის განცხადებით, არჩევნები ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და იყო კარგად ადმინისტრირებული, თუმცა დარღვევები ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

"ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური ლიდერები შეწყვეტენ აგრესიულ რიტორიკას და შეეცდებიან პოლარიზაციის დაძლევას," - წერს დიპლომატი.

არჩევნებს კარგად ადმინისტრირებულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის საელჩოც.

დღის ამბები