28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"რასაკვირველია მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის" - მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა გვიან ღამით მოინახულა

გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და უცვლელია მისი პოზიცია შიმშილობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის სვამს ჩაის და იღებს გარკვეულ მედიკამენტებს.

ყოფილი პრეზიდენტის ექიმი ამბობს, რომ ერთთვიანი შიმშილობის ფონზე უკვე ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახლა როგორც დამხვდა, არის პრინციპში ისეთივე, როგორც დილას. მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ შიმშილობასთან. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს. რასაკვირველია მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ. პოზიცია არ შეცვლილა უკვე ერთი თვეა, რასაც საუბრობდა დასაწყისში, იმას იმეორებს ახლაც," - განაცხადა სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღის ამბები