არჩევნების დღეს ზუგდიდში დაკავებულ აქტივისტებს რამდენიმე დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს.
დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, კერძოდ, პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.