28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
დიდი პატივი იყო კონფერენციაზე საქართველოს სახელით გამოსვლა და პლანეტის გადარჩენისკენ მიმართული ნაბიჯების განხილვა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლა მისთვის დიდი პატივი იყო.

პრემიერის თქმით, გამოწვევები აშკარაა, თუმცა ცხადია შესაძლებლობებიც.

"დიდი პატივი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლა და ჩვენი მისწრაფებების და ჩემი ქვეყნის მიერ პლანეტის გადარჩენისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯების განხილვა. გამოწვევები აშკარაა, თუმცა ასევე ცხადია შესაძლებლობებიც. დიდ მადლობას ვუხდი ყველას. #TogetherForOurPlanet“,-წერს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე."

დღის ამბები