28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
კახა კალაძის სასარგებლოდ მიცემული ხმები ნიკა მელიას ანგარიშზე - რა შედეგებს ასახავს ხმების გადათვლა და რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები

კახი კალაძის სასარგებლოდ მიცემული ხმები ნიკა მელიას ყულაბაში აღმოჩნდა. მთაწმინდის 31-ე უბანზე ხმების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა, სადაც 41 იყო შემოხაზული, ნიკა მელიას შედეგს მიათვალეს. ფაქტი დაადასტურა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული მთაწმინდის 31-ე უბნის ბიულეტენებში ცვლილება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დააფიქსირა. ის არ გამორიცხავს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხარდამჭერი ბიულეტენები, ოპოზიციის კანდიდატის ხმებში შეგნებულად გადაანაწილეს.

თბილისის გარდა, შერჩევითობის პრინციპით ხმები გადაითვალეს იმ რეგიონებში, სადაც მეორე ტური გაიმართა. ქუთაისის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ შვიდიდან 4 უბანში მონაცემები უცვლელი დარჩა, სამში კი მინიმალურად შეიცვალა, რაც საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.

ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ესწრებოდნენ ხმების გადათვლის პროცესს ფოთშიც. სადაც არცერთ უბანზე ცდომილება არ დაფიქსირებულა. ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ბათუმშიც.

ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამუშავებული მონაცემები და ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

დღის ამბები