28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები პლანეტაზე კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად შეიკრიბნენ - გლაზგოში საქართველოს დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს

კორონავირუსზე არანაკლები საფრთხე: დედამიწა „უცნობ ტერიტორიაზე შედის“ - ეს არის ბოლო გაფრთხილება და ერთ ერთი ბოლო შანსი, რომ გლობალური დათბობა შენელდეს.

გლაზგოში 200 ქვეყნის 25 ათასი დელეგატია შეკრებილი და ცდილობს შეაჩეროს პროცესი, რომელსაც ადამიანების პლანეტა კატასტროფისკენ მიჰყავს.

თუ ლიდერებმა შეთანმებას ვერ მიაღწიეს, პროცესები შეუქცევადი უკვე 2030 წელს გახდება.

ჯო ბაიდენი, ბორის ჯონსონი, ემანუელ მაკრონი - G-20-ის ყველა ლიდერი დღეს შოტლანდიაშია.
გლაზგოში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით.
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით გაეროს კლიმატის სამიტზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, ასევე, ესაუბრა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

დღის ამბები