28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტული იყო, თუმცა დაფიქსირდა ხარვეზებიც - ევროკავშირი

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ქვეყანაში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, კომენტარს ავრცელებს.

"ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის "კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში.

გულითადად მივესალმებით ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტული იყო, თუმცა დაფიქსირდა ხარვეზებიც და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები