28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ისე გადაწყდება, როგორც მათ ექნებათ სურვილი - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე უმრავლესობის სხდომაზე იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება აღნიშნული დეპუტატების სურვილის მიხედვით მოხდება. 

"ეს არის მათი უფლება. 2-ჯერ ჩვენ მათ არ შევუწყვიტეთ მანდატები, მათი განცხადებებისა და მათი დაწერილი სურვილების მიუხედავად. მე ვფიქრობ, რომ ხვეწნა არავის უნდა დავუწყოთ. წინ სამი წელი გვაქვს, სადაც არც არჩევნებია და არც სპეკულაციების ამგვარი საშუალებები მიეცემათ, როგორც აქამდე იყო. საარჩევნო რეჟიმში ამას უფრო ახერხებდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზება. ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე. ისე გადაწყდება, როგორც მათ ექნებათ სურვილი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები